ერნან კრესპო: მესი მეტია, ვიდრე ფეხბურთელი

ერნან კრესპო: მესი მეტია, ვიდრე ფეხბურთელი

ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, ერნან კრესპომ თავის თანამემამულესა და "ბარსელონას" ლეგენდაზე, ლეო მესიზე ისაუბრა.

"ბედნიერი ვარ, რომ მესის არგენტინის ნაკრების რიგებში ვხედავ. მას მსოფლიო ჩემპიონად სიამოვნებით ვიხილავდი.

ლეო მეტია, ვიდრე ფეხბურთელი. "ლა პულგა" პროფესიონალიზმისა და პატიოსნების მაგალითია. მან ყველაფერს მიაღწია, რაც მსოფლიო დონის ფეხბურთელისთვისაა საჭირო.

არგენტინელის კარიერის მსოფლიო ჩემპიონატის გარეშე დასრულება უსამართლო იქნება. ფეხბურთი მასთან ვალშია. თუმცა, ჩემი აზრით, თუ მუნდიალს ვერ მოიგებს, მის სიდიადეს არაფერი დააკლდება. რთულია იყო მესი, მის ადგილზე ყოფნას ვერავინ შეძლებს. ლეო მარადონას გვერდით დგას. შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რას ფიქრობენ და როგორ ცხოვრობენ ისინი", - ციტირებს ერნან კრესპოს სიტყვებს Ole.

32 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებასთან ყველაზე ახლოს 2014 წელს იყო, თუმცა, სამწუხაროდ, არგენტინის ნაკრები გერმანიასთან ფინალში დამარცხდა. ჯერჯერობით, ეროვნულ ნაკრებში მისი ერთადერთი ტიტული 2008 წელს მოპოვებული ოლიმპიური მედალია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 აპრილი 2020 20:45
    1
    თქვენც რა მაგრად აფასებთ მერე ამ მესის ჩასვრილი ნაკრების თამაშს მესი რო აბრალებთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued