რივალდო: ლეო მესის "ინტერში" გადასვლა წარმოუდგენელია
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, რივალდო Betfair-თან "ინტერის" ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.
"მასიმო მორატიმ თქვა, რომ "ნერაძურის" ლიონელ მესის გაფორმება შეუძლია, მაგრამ არ მჯერა, რომ არგენტინელი "ბარსელონას" ევროპის რომელიმე გუნდისათვის დატოვებს.
ვფიქრობ, რომ ლეოს ესპანეთიდან წასვლის მიზეზი არ აქვს. თუ ერთხელაც ეს დღე დადგება, ის ჩინეთში ან ამერიკაში უფრო გადავა. თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა კატალონიურ კლუბში საკუთარ შესაძლებლობებს ამოწურავს.
"ინტერი" შესანიშნავი კლუბია, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ "ბლაუგრანაში" ასე მაღალ საფეხურზე მდგომი მესი გეგმებს შეცვლის", - ციტირეს ბრაზილიელის სიტყვებს Goal.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]