პატიმრებმა რონალდინიო ბარბექიუთი გააცილეს
ციხეში გატარებული ერთი თვის შემდეგ რონალდინიო გაუჩო შინაპატიმრობაში გადავიდა. ლეგენდარული ყოფილი ფეხბურთელი პარაგვაიში ყალბი პასპორტით შესვლის მცდელობის გამო დაიჭირეს.
ESPN-ის ინფორმაციით, გათავისუფლებამდე "ბარსელონელს" პატიმრებმა ბარბექიუ მოუწყეს. დამშვიდობების დროს კი ისინი ცრემლებს ვერ იკავებდნენ.
როგორც ჩანს, დამნაშავეები გაუჩოს ძალიან შეეჩვივნენ. აქამდე ვნახეთ, რომ მათ სამხრეთ ამერიკელი ფუტზალისა და გრეხედბოლის ტურნირებში ჩართეს. აღსანიშნავია, რომ არც ვარსკვლავის 40 წლის იუბილე დავიწყებიათ და განსაკუთრებული ტორტით გაუმასპინძლდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]