ეტოო გულშემატკივარს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
"ბარსას" ყოფილი შემტევი, სამუელ ეტოო, სხვა მრავალ ვარსკვლავთა შორის იყო, რომლებმაც ლა ლიგის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ გადაღებულ ვიდეო-კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნულ მოწოდებას ბევრი ვეტერანი ფეხბურთელი შეუერთდა, მათ შორის: ფერნანდო სანცი, ფერნანდო მორიენტესი, კარლეს პუიოლი, ანაირ ლომბა, ჟოან კაპდევილა, დენილსონ დე ოლივეირა და ჩაბი პრიეტო.
ეტოომ ვიდეო საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე შემდეგი სათაურით ატვირთა: "ბურთი ისევ გაგორდება, მაგრამ ლა ლიგას ახლა სახლებში ვთამაშობთ. ჩვენ დავბრუნდებით."
კამერუნელი ლა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელი იყო. მან "მალიორკას", მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" რიგებში თამაშისას საერთო ჯამში 162 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა შეასრულა. თუმცა ამ სამი გუნდიდან, ყველაზე გამორჩეული პერიოდი მან "ბარსაში" გაატარა, სადაც 199 შეხვედრაში 130 გოლი მიითვალა.
ესპანეთი კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაინფიცირებული ქვეყანაა. ამჟამად სულ 140000 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]