"ბარსელონა" "რეალის" ამომავალი ვარსკვლავისთვის იბრძვის
AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" რამდენიმე დიდ ევროპულ კლუბთან ერთად მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს აკვირდება.
სესარ გელაბერტისთვის ბრძოლაში ყველაზე ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაერთო. ინტერესს "არსენალი", "დორტმუნდი" და "ლიონიც" გამოხატავენ, "ბარსას" კი, უკვე დიდი ხანია, ფეხბურთელის გადაბირება სურს და კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ უპირატესობა აქვთ.
გელაბერტი 19 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ "რეალის" ძირითად გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია, კლუბისა და ნაკრების ახალგაზრდულ შემადგენლობაში საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აქვს და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]