დიეგო კარლოსისთვის ბრძოლაში "ბარსელონას" "ლივერპული" შეეცილება
Sport-ის ცნობით, "ბარსელონას", ცენტრალური დაცვის გაძლიერების მიზნით, ბრაზილიელი დიეგო კარლოსის შეძენა აქვს გადაწყვეტილი.
"სევილია" იმედოვნებს, რომ ტრანსფერით დაინტერესებული კლუბი ხელშეკრულების გამოსასყიდ თანხას, 75 მილიონი ევროს, გადაიხდის. "ბარსელონა" კი კარლოსის ივან რაკიტიჩში გაცვლას განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, ხორვატი ფეხბურთელის სურვილს ზაფხულში "სევილიაში" გადაბარგება წარმოადგენს.
დიეგო კარლოსისადმი ინტერესს, აგრეთვე, "ლივერპული" გამოხატავს. იურგენ კლოპს დაცვის ცენტრში მისი ვირჯილ ვან დაიკთან შეწყვილება სურს.
27 წლის ფეხბურთელი ანდალუსიაში ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში მან 31 მატჩის ჩატარება მოასწრო და მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო. იგი კლუბს შარშან, "ნანტიდან", შეუერთდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]