მესი-ვილია-პედრო – მეტი, ვიდრე "რეალ მადრიდი"
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა დღეს "ატლეტიკოს" კიპერის, დე ხეას კარში 3 გოლის გატანა შეძლო, რის შედეგადაც მან ბომბარდირთა დავაში აწ უკვე ყოფილ პირველ ადგილოსანს, კრისტიანო რონალდუს გადაასწრო...
ლეო მესიმ დღეს 3 გოლის გაიტანა შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ მესი–ვილია–პედრო ტრიოს მიერ "პრიმერა დივიზიონში" გატანილი გოლების რაოდენობა მეტია, ვიდრე მთელი "მადრიდის" ფეხბურთელების მიერ გატანილი გოლების რაოდენობა. ამასთან ერთად კი ლეო გატანილი 24 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე მოექცა და გადაასწრო რა "რეალ მადრიდის" პორტუგალიელ თავდამსხმელს.
ამ დროისთვის მესი–ვილია–პედროს ტრიოს ერთად 50 გოლი დაუგროვდა. მადრიდულ გუნდს კი მთლიანად მხოლოდ 48. ტრიოს მიერ გატანილი გოლებიდან 14 "ელ გუახეს" ეკუთვნის, 12 პედროს, ხოლო დანარჩენი არგენტინელი თავდამსხმელის "სინდისზეა".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]