ხავიერ ძანეტი: ლაუტაროს მომავალს "ინტერში" ვხედავ
მილანის "ინტერის" ლეგენდამ და კლუბის ახლანდელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ხავიერ ძანეტიმ, "ნერაძურის" თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
"ვხედავ, რომ ლაუტარო აქ ბედნიერია. მარტინესი მის თავს კლუბთან აიგივებს. მისი გვჯეროდა. მის მომავალს "ინტერში" ვხედავ", - ციტირებს ძანეტის სიტყვებს ESPN.
ლაუტარო მარტინესის სახელს "ბლაუგრანას" უკვე დიდი ხანია უკავშირებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]