კოუტინიოს აგენტი: ფილიპე პრემიერ ლიგაში დაბრუნებით კმაყოფილი იქნებოდა
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფ და "ბაიერნში" იჯარით მოთამაშე ფილიპე კოუტინიოს ინგლისს აქტიურად უკავშირებენ.
ბრაზილიელის აგენტი, კია ჟორაბჩიანი Sky Sport-თან აღნიშნულ თემას ეხმაურება.
"ფილიპე პრემიერ ლიგაში დაბრუნებით კმაყოფილი იქნებოდა. შესაძლოა, იქ კვლავ თამაშის იდეა მოიწონოს, რადგან ინგლისში ყოფნით სიამოვნებას ყოველთვის იღებდა", - აცხადებს 28 წლის ფეხბურთელის წარმომადგენელი.
სამხრეთ ამერიკელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პრემიერ ლიგის გუნდები მართლაც შეეცდებიან. მათ შორის არიან: "არსენალი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]