კიკე სანჩეს ფლორესის ქება და დიდება მესის

კიკე სანჩეს ფლორესის ქება და დიდება მესის

დღევანდელი დაპირისპირების შემდეგ, "ატლეტიკო მადრიდის" მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სანჩეს ფლორესმა პრეს–კონფერენცია გამართა. პრესასთან საუბრისას მან აქო და ადიდა კატალონიის "ბარსელონას" ერთ–ერთი ლიდერი, ლეო მესი, რომელმაც ჰეტ–ტრიკის შესრულება მოახერხა და ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილიც მიისაკუთრა...

კიკე სანჩეს ფლორესმა თავის "პრეს–რუმში" არგენტინელ ვარსკვლავზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "მე მისი მსგავსი არაფერი მინახავს. ის თამაშობს ისე, როგორც სურს და როცა სურს. მას მომავალში ოცდამეერთე საუკუნის დი სტეფანოდ მოიხსენიებენ."

"მეორე ტაიმის ჩასატარებლად კარგად განვეწყვეთ, მაგრამ ამ ორი გუნდის ვარსკვლავების დონეებს შორის დიდი განსხვავებაა." ბოლოს მან თავისი გუნდის ოპონენტს ასეთი რამ უწოდა: "უნივერსალური "ბარსელონა", გენიალური."


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.