ივან რაკიტიჩის 90-წამიანი გამოწვევა

ივან რაკიტიჩის 90-წამიანი გამოწვევა

ახლა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაფერი შეჩერებულია, ფეხბურთელებისთვის დროის გაყვანის ერთ-ერთი საშუალება სხვადასხვა გასართობი აქტივობაა. ამჯერად "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, მონაწილეობა მიიღო 90-წამიან გამოწვევაში, რომლის არსი სწრაფ კითხვა-პასუხში მდგომარეობს.

- სახლში დარჩენა არის?

- მოწყენილობა.

- ვინ გენატრება ყველაზე მეტად?

- მეგობრები.

- რომელ თანაგუნდელს ესაუბრები ყველაზე ხშირად?

- ტერ შტეგენს.

- რომელ სერიალს უყურე ბოლოს?

- El Ganador-ს.

- რა არის საუკეთესო რამ სახლში ყოფნის დროს?

- ოჯახი.

- ყველაზე ცუდი?

- მოწყენილობა.

- კარანტინი ინტერნეტის თუ ოჯახის გარეშე?

- ოჯახის გარეშე.

- რომელი თანაგუნდელი ცხობრობს შენთან ყველაზე ახლოს?

- მესი.

- შენი მობილურის ბატარეის მაჩვენებელი მიმდინარე დროზე ნაკლებია?

- აღარ, მაგრამ ბევრად, ბევრად მეტია.

- რომელია შენი საყვარი ადგილი სახლში?

- ამჟამად სავარჯიშო დარბაზი.

- ოჯახის რომელ წევრებს ესაუბრები ყველაზე ხშირად?

- ნათესავებს.

- შეაფასე 10-ბალიანი სისტემით, როგორ უმკლავდები კარანტინს?

- 10.

- რომელ სოციალურ ქსელს იყენებ ყველაზე ხშირად?

- Instagram-ს.

- ვინ ატარებს დროს ყველაზე ცუდად კარანტინში?

- არტურო ვიდალი.

- ყველაზე კარგად?

- ტერ შტეგენი.

- საყვარელი მაგიდის თამაში?

- ლუდო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.