"ბარსას" ლეგენდების მომავალი თანამდებობები
რეალური შესაძლებლობები
ჩავი მთავარ მწვრთნელად
მსოფლიოში არ არსებობს ფეხბურთის მიყვარული, რომელმაც არ იცის ჩავის "ბარსას" მწვრთნელობის სურვილის შესახებ. "ბლაუგრანას" გულშემატკივრებსაც ანალოგიურად უნდათ, ესპანელი ლეგენდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხილვა.
ამჟამად, ჩავი ყატარში იმყოფება და "ალ საადს" წვრთნის, გუნდს სადაც მან კარიერა დაასრულა.
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას მისი მწვრთნელად დანიშვნა ჯერ კიდევ იანვარში სურდათ. თუმცა ჩავიმ უარი განაცხადა, რადგანაც, მისი აზრით, ცუდი დრო იყო "კამპ ნოუზე" დასაბრუნებლად.
თუმცა, შესალოა, რეალური მიზეზი ვიქტორ ფონტის პრეზიდენტობის შემთხვევაში, კლუბის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად მუშაობის სურვილი იყო.
ვიქტორ ვალდესი ბარსელონა ბ-ს მწვრთნელად
"ბარსას" ყოფილი გოლკიპერი პირველი ფეხბურთელი იყო "ოქროს თაობიდან", რომელიც კლუბში დაბრუნდა. მას 19-წლამდელთა მწვრთნელობა ანდეს, თუმცა "ლა მასიის" ხელმძღვანელთან, პატრიკ კლიუვერტთან, გაუთავებელი კონფლიქტების გამო იძულებული გახდა "ბარსელონა" დაეტოვებინა.
იმედია ვიქტორ ფონტი მას დაბრუნებისთვის დაარწმუნებს და "ბარსელონა ბ"-ს მწვრთნელობამდეც დააწინაურებს.
კარლეს პუიოლი გენერალურ დირექტორად
ჩავის მსგავსად, "ბარსას" ლეგენდარული კაპიტნის კლუბში დაბრუნებაც სურდათ გენერალური დირექტორის პოზიციაზე. მანაც უარი თქვა აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობაზე, რადგანაც ის სხვა პროექტის ნაწილი იყო და ახლა "კამ ნოუზე" მისვლა შეცდომა იქნებოდა.
მომავალში სასურველი შესაძლებლობები
პიკე ვიცე-პრეზიდენტად
33 წლის მცველი საფეხბურთო კლუბ "ანდორას" მფლობელია და შესაძლოა, გუნდის მართვის გამოცდილება უკვე დაუგროვდა. გარდა ამისა, ჟერარდ პიკემ დევისის თასის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჩოგბურთო ტურნირის, ჩატარებაშიც მიიღო წელს მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ესპანელ ფეხბურთელს მენეჯმენტის საკითხები აშაკარად კარგად ესმის.
ანდრეს ინიესტა "ლა მასიის" ხელმძღვანელად
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ტრიუმფატორი ამჟამად იაპონიაშია და საფეხბურთო კარიერას მალე დაასრულებს. 35 წლის ესპანელმა გაამხილა, რომ სურს მწვრთნელობა, თუმცა პროფესიონალურ დონეზე არა. მისთვის უმჯობესი "ლა მასიის" გაწვრთნაა.
ლეო მესი კლუბის ფინანსურ მენეჯერად
არგენტინელი ერთ-ერთი უმდიდრესი სპორტსმენია და მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ბიზნესის პატრონი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანურ საგადასახადო სისტემასთან მას პრობლემები ჰქონდა, ახლა ნამდვილად ზუსტად იცის თუ რა მნიშვნელობა აქვს ფიანსების გამიზნულად ხარჯვას.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]