ფილ ტომპსონი განმარტავს, რატომ არ სურს "ლივერპულს" კოუტინიოს დაბრუნება

ფილ ტომპსონი განმარტავს, რატომ არ სურს "ლივერპულს" კოუტინიოს დაბრუნება

"ლივერპულის" ლეგენდა ფილ ტომპსონი ფიქრობს, რომ მერსისაიდულმა კლუბმა "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფილი ნახევარცველი ფილიპე კოუტინიო უნდა დაიბრუნეს, თუმცა ის იმ მიზეზსაც ასახელებს, რის გამოც "წითლები" ბრაზილიელი ფეხბურთელის დამატებას არ აპირებენ.

"ალბათ, "ლივერპული" ნახევარმცველში ყურადღებას კრეატიულობაზე ამახვილებს.

დაიბრუნებდით კოუტინიოს? გული მეუბნება, რომ დავიბრუნებდი. ვფიქრობ, ის შემოქმედებითი გენიოსია.

შეხედეთ, როგორი კარიერა ჰქონდა ფილიპეს "ლივერპულში". ის ნამდვილად შესანიშნავი იყო. ამასთანავე, კოუტინიო ასაკშიც არაა. ჩემი აზრით, მისი დაბრუნება შეიძლება. ეს, სავარაუდოდ, არასდროს მოხდება, მაგრამ ბრაზილიელი კრეატიული მოთამაშეა, რომელიც ნახევარდაცვასა და შეტევას დააბალანსებდა", - ციტირებს ტომპსონის სიტყვებს Sky Sports.

ფილიპე კოუტინიო "ლივერპულში" 2013-2018 წლებში ბრწყინავდა. შემდეგ 27 წლის ფეხბურთელი "ბარსელონაში" გადავიდა, თუმცა მან იმედები ვერ გაამართლა. ბრაზილიელი შუახაზელი 2019 წლის ზაფხულიდან მიუნხენის "ბაიერნში" იჯარით თამაშობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 აპრილი 2020 22:50
    3
    კოუტინიო ბარსაში უნდა დაბრუნდეს.ათამაშონ ნახ.დაცვაში და ააწიოკებს ნალუბოის.ბრაზილიის ნაკრებში გინდა მსოფლიოზე და გინდა კოპა ამერიკაზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 აპრილი 2020 21:29
    1
    აბა განმარტება? 😂
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued