გარი ლინკერი: ლეო ხარივით ძლიერია, რომელიც თხად გამოიყვანეს
ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა ემანუელ პეტის, რომელმაც ცოტა ხნის წინ ლეო მესის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანა, პასუხი გასცა.
ფრანგმა Twitter-ზე დაწერა: "ვფიქრობ, რომ მესი ინგლისურ დაძაბულობას ვერ მოერგება. არგენტინელს ჩხუბი არ მოსწონს, ის ესპანეთში დაცულია.
ლეოს "ნისლიან ალბიონზე" ხილვა ინგლისელი გულშემატკივრებისთვის ნამდვილად სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ არ მესმის, ისეთ კლუბში, მაგალითად, როგორიც "მანჩესტერ სიტია", მესი 32 ან 33 წლის ასაკში რატომ უნდა გადავიდეს.
თუ "ქალაქელებს" მისი შეძენა სურდათ, მათ ეს რამდენიმე წლის წინ უნდა გაეკეთებინათ.
ლიონელი კრიშტიანუ რონალდუ არ არის. პორტუგალიელი - მონსტრია, მესის კი უმაღლეს დონეზე სათამაშოდ 1-2 წელი აქვს დარჩენილი.
"ბარსას" შესანიშნავ ფეხბურთელებთან თამაშის პირობებშიც კი, მას იგივე სისწრაფე და დრიბლინგის უნარი არ ექნება".
ამ განცხადებას კი ლინეკერმა ასე უპასუხა: "ინგლისის უძლიერეს ექვსეულთან 30 მატჩში გატანილი 22 გოლი - აბსოლუტური სიცრუეა, რომ ის ბრიტანეთში ვერ ითამაშებდა. ლეო ხარივით ძლიერია... რომელიც თხად გამოიყვანეს".
"ბარსელონაში" როგორც გარი ლინეკრს, ასევე ემანუელ პეტის უთამაშია. ინგლისელი კატალონიურ გრანდში - 1986-1989, ხოლო ფრანგი 2000-2001 წლებში ასპარეზობდა.
რაც შეეხება მესის "ინგლისურ კარიერას", არგენტინელმა არაერთხელ განაცხადა, რომ კარიერის დასრულება "კამპ ნოუზე", ან "ნიუელს ოლდ ბოისში" სურს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ექვსგზის მფლობელია, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ აღნიშნილი ჯილდო 5-ჯერ მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]