"ლაციომ" ლუის ფელიპეს ფასი დაასახელა

"ლაციომ"  ლუის ფელიპეს ფასი დაასახელა

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ლაციო" "ბარსელონას" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნის, ლუის ფელიპეს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, რომაული კლუბი ბრაზილიელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ეცდება, რაც მის ღირებულებას კიდევ უფრო გაზრდის. თუმცა, Covid-19-ის პანდემიის ფონზე, "ბარსას" მიერ 23 წლის მცველში გაზრდილი თანხის გადახდა ნაკლებად სავარაუდოა.

ფელიპე კატალონიური გრანდის რადარზე ერთი თვის წინ გამოჩნდა. "ბლაუგრანას" სჯერა, რომ ლუისი უკანახაზს გააძლიერებს და მომავალში ჟერარ პიკეს შეცვლის, რომელიც უკვე 33 წლისაა.

გარდა ამისა, "ლაციოს" ფეხბურთელს იტალიის მოქალაქეობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არაევროპული პასპორტის მქონე მოთამაშეებისთვის განკუთვნილ ადგილს არ დაიკავებს. ასე რომ, ფელიპეს პოტენციური შეძენა ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის ტრანსფერებზე გავლენას არ მოახდენს.

ამ სეზონში ბრაზილიელმა, ყველა ტურნირის ეგიდით, 23 მატჩში თავი 1 გოლითა და ამდენივე ასისტით გამოიჩინა. Transfermarkt-ი მას 16 მილიონ ევროდ აფასებს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 აპრილი 2020 19:25
    3
    დაამატეთ 20 მილიონი და მოიყვანეთ უპამეკანო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued