ივან რაკიტიჩი: ყველაზე ხშირად ტერ შტეგენს ვესაუბრები
კატალონიის "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.
"ჩემს შვილთან ერთად ვვარჯიშობ. ვისურვებდით, რომ ცხოვრებით ტკბობა კიდევ შეგვეძლოს, თუმცა ახლა რთულ ვითარებას ღიმილით უნდა გავუმკლავდეთ.
"ბარსელონასა" და ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებთან საერთო "ჩათი" მაქვს. ყველაზე ხშირად მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ვესაუბრები, რადგან ერთმანეთთან ახლოს ვცხოვრობთ და დახმარებას ვცდილობთ. "ბლაუგრანას" მოთამაშეები ერთ მუშტად არიან შეკრულნი.
საკუთარ თავზე ყოველთვის ვზრუნავ - ბევრ სალათსა და ჯანსაღ საკვებს ვიღებ. ხანდახან ხორცის ჭამაზე თვალს ვხუჭავ", - ციტირებს ივანის სიტყვებს Marca.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]