არტური: მხოლოდ "ბარსელონაზე" ვფიქრობ
"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელი, არტურ მელო მის მიმართ მილანის "ინტერის" ინტერესზე საუბრობს.
"ნერაძურის" დაინტერესება? გმადლობთ, ჩემთვის ამ გუნდის ინტერესი დიდი პატივია, მაგრამ "ბარსაში" კარიერა ჯერ არ დასრულებულა.
მხოლოდ "ბლაუგრანაზე" ვფიქრობ. ამ ქალაქსა და კლუბში ძალიან კომფორტულად ვარ. ჩემს თავს მრავალი წლის განმავლობაში ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურში ვხედავ.
თავს ინტეგრირებულად ვგრძნობ. ყოველ დღე ფიზიკურ მდგომაროებასა და გუნდურ თამაშს ვაუმჯობესებ. სავსებით გამოჯანმრთელებასა და სეზონის განახლებაზე ბევრს ვფიქრობ",- Diario Sport-ზე დაყრდნობით, არტურის სიტყვებს La Gazzetta dello Sport ციტირებს.
მიმდინარე სეზონში, ბრაზილიელმა, ყველა ტურნირის ეგიდით, 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, ახალგაზრდა ნახევარმცველმა რამდენიმე კვირა გამოტოვა.
რაც შეეხება "ინტერს", იტალიელებს 23 წლის ფეხბურთელის, ლაუტარო მარტინესის "ბარსელონაში" პოტენციურ ტრანსფერში ჩართვა სურთ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, კატალონიური გრანდი არტურ მელოს შეელიოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]