Express: უსმან დემბელე "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდება
Express.co.uk-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" შემტევი, უსმან დემბელე "მანჩესტერ იუნაიტედს" უახლოვდება. ცნობილია, რომ ფრანგი ფეხბურთელი თანამემამულე ანტონი მარსიალს "წითელი ეშმაკების" შესახებ ესაუბრა.
22 წლის შემტევი "ბლაუგრანას" 2017 წელს 135 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეურთდა, თუმცა მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. ძირითადად, იმედგაცრუების მიზეზად მისი ხშირი ტრავმიანობა სახელდება - ფეხბურთელმა ლაზარეთში თითქმის 1 წელი გაატარა (344 დღე).
ცოტა ხნის წინ Marca-მ გაავრცელა ცნობები, თითქოს "ბარსელონას" უსმანის შენარჩუნება სურდა, რადგან 60 მილიონი ევრო გადახდას, კორონავირუსის ფონზე, ვერავინ შეძლებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]