"მანჩესტერ სიტი" "ბარსელონას" ინიციატივით დაინტერესდა
გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონას" ნელსონ სემედუს "მანჩესტერ სიტის" მარჯვენა მცველში, ჟოაუ კანსელუში გაცვლა სურს.
Sport-ის ინფორმაციით, აღნიშნული ბარტერით "ქალაქელებიც" დაინტერესდნენ, რაც გარიგებას რეალურს ხდის. გარდა ამისა, "ნელსინიოსა" და კანსელუს საერთო აგენტი, ჟორჟე მენდეში ჰყავთ.
წყაროს დასძენს, რომ პეპ გვარდიოლას 26 წლის ფეხბურთელის შეძენა ისედაც სურს, ამიტომ ინგლისელები პორტუგალიელის გადაბირებას მის თანამემამულეში გაცვლის გარეშეც განიხილავენ. "ბარსა" ნელსონს 40 მილიონ ევროდ აფასებს.
"მანჩესტერ სიტის" გულშემატკივრებს მომავალ ზაფხულში "იუვენტუსიდან" მოყვანილი კანსელუს გაყიდვა ნამდვილად არ გაუკვირდებათ. პორტუგალიელმა კაილ უოკერს, რომელიც პეპის პირველი არჩევანია, სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია.
Transfermarkt-ის ვერსიით, ნელსონ სემედუ - 32, ხოლო ჟოაუ კანსელუ 36 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]