მარტინ ბრეითუეიტი: თანაგუნდელებთან ერთად თასების აღმართვა მინდა
"ბარსელონას" დანიელი შემტევი, მარტინ ბრეითუეიტი, ESPN-თან ინტერვიუში, საკუთარ სურვილებზე ღიად საუბრობს.
"დარწმუნებული ვარ, რომ "ბლაუგრანაში" 4 წელზე მეტი დროის განმავლობაში დავრჩები. ამ მომენტში უბრალოდ გარეთ გასვლა და თამაში მსურს, ასევე, თანაგუნდელებთან ერთად თასების აღმართვა მინდა. კატალონიურ კლუბში სწორედ ამ გეგმით მოვედი.
"ბარსელონაში" მოთამაშე ლეგენდარულ მოთამაშეებს, ოქროს პერიოდებს ვუყურებ და მიზნად ვისახავ, რომ ვთქვა - კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო თაობის გვერდით ვასპარეზობდი", - ციტირებს 28 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Marca.
მარტინი "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ზამთარში შეუერთდა. კორონავირუსის ფონზე შექმნილ უიმედო პერიოდში ბრეითუეიტის სიტყვები "ბარსას" გულშემატკივრებისათვის იმედისმომცემია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]