"რასინგის" დირექტორი: ლაუტარო "ბარსელონაში" სათამაშოდ მზადაა

"რასინგის" დირექტორი: ლაუტარო "ბარსელონაში" სათამაშოდ მზადაა

"ბარსელონას" ზაფხულის უმთავრესი სამიზნე, ლაუტარო მარტინესი 2014-2018 წლებში "რასინგში" ასპარეზობდა. ხსენებული კლუბის პრეზიდენტი, ვიქტორ ბლანკო მისი ყოფილი ფეხბურთელის შესახებ  La Gazzetta dello Sport-თან საუბრობს.

"თუ ლაუტარო "ბლაუგრანაში" გადავა, სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად მოხვედრისათვის დიდი დრო არ დასჭირდება. 

ის ჩემპიონად დაიბადა და გამოწვევებს სავსებით იღებს. თანაც, მარტინესი 22 წლისაა და ამის გამო ლუის სუარესსთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება. ზოგადად, ახალგაზრდა ფეხბურთელები ნელ-ნელა გამოცდილი მოთამაშეების ადგილს იკავებენ.

ეჭვი არ მეპარება, რომ ლაუტარო "ბარსელონაში" სათამაშოდ მზადაა. შესაძლოა, ადაპტაციისათვის მას რამდენიმე თვე დასჭირდეს, თუმცა ამ გზის გავლა ყველას უწევს.

წარსულში არგენტინელმა "რეალი" და "ატლეტიკო" უარით გაისტუმრა, რადგან "რასინგში" დარჩენა ამჯობინა.

ლიონელ მესიმ მარტინესის შესაძლებლობები არგენტინაში უკვე დაინახა და მისი მოყვანაც ამიტომ სურს", - ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს Marca.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 აპრილი 2020 20:21
    0
    ტვინი გაიღრძოოოო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued