ნეტუს "ვალენსიაში" დაბრუნება სურს

ნეტუს "ვალენსიაში" დაბრუნება სურს

"ბარსელონას" ბრაზილიელ მეკარეს, ნეტუს, მის ყოფილ გუნდში დაბრუნება უნდა. ამ ინფორმაციას ვალენსიური Superdeporte ავრცელებს.

კატალონიურმა კლუბმა ნეტუ გასული წლის ზაფხულში დაიმატა. "ბლაუგრანამ" "ვალენსიას" 30 წლის კარის დარაჯში 26 მილიონი და ბონუსებით გათვალისწინებული 9 მილიონი ევრო გადაუხადა, იასპერ სილესენი კი იმავე კლუბში 35 მილიონად გაუშვა.

წყაროს ცნობით, "ღამურების" ყოფილი კიპერის დაბრუნებას კლუბის სპორტული დირექტორი სეზარ სანჩესიც ისურვებდა, რადგან სილესენმა იმედები ვერ გაამართლა.

ნეტუმ მიმდინარე სეზონში, ტრავმებისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შესანიშნავი ფორმის გამო, მხოლოდ 4 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    king artthur
    სტუმარი [?]
    #2 25 აპრილი 2020 21:47
    1
    დაგვიბრუნონ სილესენი და არაა პრობლემა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 აპრილი 2020 19:44
    1
    და რას ყიდულობდნენ მაშინ?
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued