ფიფას ინიციატივით, შესაძლოა, გუნდებს 5 ცვლილების განხორციელების უფლება მიენიჭოთ
EFE-ს ცნობით, ფიფა აპირებს გუნდებს შეხვედრის განმავლობაში 5 ცვლილების განხორციელების უფლება მისცეს.
გამოცემა წერს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ უკვე მიმართა შესაბამისი შეთავაზებით ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს (IFAB), რომელიც უფლებამოსილია, ფეხბურთის წესებში ცვლილება შეიტანოს.
გუნდებს საშუალება ექნებათ, მატჩში 5 შეცვლა გააკეთონ, ასევე 1 ცვილილება, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი დროისთვის არის გათვალისწინებული. სიახლე დროებითი იქნება და 2020/2021 წლების სეზონზეც გავრცელდება.
ფიფას აზრით, აღნიშნული იდეის მიზანს ფეხბურთელთა ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს. სეზონის დასრულებისთვის მატჩების ჩვეულებრივზე მეტი სიხშირით ჩატარება იქნება აუცილებელი, რაც ფეხბურთელთა ტრავმიანობის რისკს გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონამ" ბოლო შეხვედრა 7 მარტს, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ, ჩაატარა. ლა ლიგის განახლების თარიღი კი, ჯერ-ჯერობით, ოფიციალურად ცნობილი არ არის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]