"ინტერის" პოზიცია ცნობილია
მილანის "ინტერმა", ლაუტარო მარტინესის ტრანსფერთან დაკავშირებით, საკუთარი პირობები წამოაყენა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ნერაძურის", არგენტინელი თავდამსხმელის სანაცვლოდ, არანაკლებ 90 მილიონი ევრო და გარიგებაში მოთამაშის ჩართვა სურს.
"ბარსელონა" მზად იყო "ინტერისთვის", მოთამაშეებთან ერთად, 50 მილიონი ევრო შეეთავაზებინა, მაგრამ "ლურჯ-ბროწეულისფერებს" წინადადების გაზრდა 90 მილიონ ევრომდე მოუწევთ, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს.
დადიოდა ჭორები, რომ ბევრი მოთამაშე შეიძლებოდა ჩართულიყო ლაუტაროს ტრანსფერში, მაგრამ იტალიურმა წყარომ ახლა სხვა სახელი გააჟღერა.
საუბარია "ბეტისში" მოთამაშე ემერსონზე, რომელიც "ბარსელონამ" ზამთარში გაიფორმა და კლუბს ის მომდევნო წლის ზაფხულში უნდა შეუერთდეს, მაგრამ პრესაში ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, "ბარსა" 21 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველის გაყიდვას იქამდე აპირებს, ვიდრე ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მისი დებიუტი შედგება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]