ხრისტო სტოიჩკოვი: მარადონა, როგორც მეგობარი, დავკარგე

ხრისტო სტოიჩკოვი: მარადონა, როგორც მეგობარი, დავკარგე

"ბარსელონას" ერთი ლეგენდა მეორეზე საუბრობს. ხრისტო სტოიჩკოვი აცხადებს, რომ მან დიეგო მარადონა, როგორც მეგობარი, უკვე გამოიტირა.

მარადონასა და სტოიჩკოვს ერთად არასდროს უთამაშიათ, ერთმანეთის წინააღმდეგ კი მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. ამის მიუხედავად, მათ მეგობრობა მაინც აკავშირებთ. ან, როგორც ბულგარელი ამბობს, აკავშირებდათ.

"მარადონას სახით, მეგობარი დავკარგე. ის დაკარგულია.

ის მე ყოველთვის მეყვარება, მაგრამ ისე აღარ, როგორც ადრე.

ადამიანთან კარგი მეგობრობა გაკავშირებს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მთავრდება და ცრემლებამდე მიდიხარ.

მოგონებებს ფოტოების სახით ვინახავ.

როდესაც სევილიაში მის სახლს ვეწვიე, ვარჩიე, პოზიტიური მოგონებები გამეხსენებინა." - განაცხადა სტოიჩკოვმა Planeta 947-თან საუბრისას.

კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია მარადონასთან ურთიერთობის გაფუჭება, სტოიჩკოვი პასუხობს:

"სჯობს, მარადონაზე მოგონებები შევინარჩუნო, როგორც ფეხბურთელზე. ადამიანთა იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც იმას აკრიტიკებენ, რაც მათ არ ეხებათ. სჯობს, ყვეალფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის."

დიეგო მარადონა "ბარსელონაში" 1982-1984 წლებში თამაშობდა, ხრისტო სტოიჩოვი კი - 1990-1995 და 1996-1998 წლებში. მოედანზე, ოფიციალურ მატჩში მათი ერთადერთი შეხვედრა 1993 წელს შედგა, როდესაც სტოიჩკოვის "ბარსელონა" მარადონას "სევილიას", სტუმრად, უგოლოდ დაუზავდა.

ბუგლარელისა და არგენტინელის ხასიათების გათვალისწინებით, გასაკვირი სულაც არაა, რომ ისინი მეგობრები იყვნენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #1 1 მაისი 2020 16:04
    0
    Tu imas ambob ro megobari agharaa isic tqvi - rato?! An saertod ras iwyeb ro ar amtavreb iset rames tan pirit?!