მარიო ბალოტელი: მესისთან თამაში ჩემი ოცნებაა
"ბრეშას" თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი Instagram-ზე ფანებთან საუბრისას აცხადებს, რომ ლეო მესისთან ერთად თამაში მისი ოცნებაა.
"ეს ალბათ არასდროს მოხდება, მაგრამ არგენტინელთან ერთად ასპარეზობა ყველას ოცნებაა.
აშკარაა, რომ კრიშტიანუ რონალდუსთან თამაშზე უარს არ ვიტყოდი, რომელიც ასევე ფენომენია, თუმცა მესი მირჩევნია", - თქვა იტალიელმა.
მარიო 2007 წელსაც იხსენებს, როდესაც "ბარსელონაში" გადასვლა შეეძლო, მაგრამ მილანის "ინტერში" აღმოჩნდა:
"ვნანობ თუ არა "ბარსაში" არგადასვლას? არა. "ნერაძურიში" თითქმის ყველაფერი მოვიპოვე, შემდეგ კი კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დავამარცხე და აღნიშნული ტიტულიც მოვიგე.
ჩვენ ორ საუკეთესო კლუბზე ვსაუბროთ, თუმცა "ინტერში" წასვლა სწორი არჩევანი იყო".
ამჟამად, "სუპერ მარიო" მშობლიურ "ბრეშაში" თამაშობს, რომელიც სერია A-ს სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციაზე იმყოფება. ამ სეზონში ბალოტელიმ 19 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
29 წლის იტალიელს კარიერის განმავლობაში, "ბრეშასა" და "ინტერის" გარდა, "მანჩესტერ სიტიში", "მილანში", "ლივერპულში", "ნიცასა" და "მარსელშიც" უთამაშია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]