ის "ბარსელონას" ან "რეალს" უმიზნებს: ექს-მეთოფე ვილიანის მომავალზე საუბრობს
"არსენალის" გამორჩეული ფეხბურთელის, მარტინ კეონის, თქმით "ჩელსის" გარემარბს, ვილიანს, გადასვლა "ბარსელონაშიც" და მადრიდის "რეალშიც" შეეძლება.
TalkSPORT-თან ინტერვიუში მან განაცხადა:
"მის მომავალს "არსენალში" ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, ის "ბარსას" ან "რეალს" უმიზნებს."
ვილიანს "ლურჯებთან" კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება.
მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის გიგანტები ბრაზილიელის მომავალ კლუბებად იყვნენ დასახელებულნი, თავად ვილიანი კარიერის ლონდონს მიღმა გაგრძელებაზე უარს გამოთქვამს, იმის ფონზე, რომ მის მიმართ ინტერესს "არსენალი" და "ტოტენჰემი" არ მალავენ.
მეორე მხრივ, კეონი ვარაუდობს, რომ ჩელსისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შანსი 31 წლის ფეხბურთელს კვლავ აქვს.
"ის წარმოუდგენელი ტალანტია. გუნდის დატოვების შემთხვევაში, "ჩელსი" დასუსტდება. თუმცა, ალბათ ლემპარდმა უკეთ იცის, თუ რას აკეთებს."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]