რონალდ კუმანი საავადმყოფოში მოათავსეს

რონალდ კუმანი საავადმყოფოში მოათავსეს

"ბარსელონას" ლეგენდა, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი საავადმყოფოში გადაიყივანეს. ამ ინფორმაციას Algemeen Dagblad ავრცელებს.

ნიდერლანდელი ჟურნალისტების ცნობით, კუმანი საავადმყოფოში გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოათავსეს. 57 წლის სპეციალისტი ველოსიპედით გასეირნების შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა მის სიცოცხლეს, სწრაფი სამედიცნო ჩარევის წყალობით, საფრთხე აღარ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, რონალდ კუმანს გულის კათეტერიზაცია ჩაუტარდა. ლეგენდარულ ჰოლანდიელს საავადმყოფოს დატოვების უფლება უკვე ხვალ ექნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 მაისი 2020 08:24
    2
    იმედია სერიოზული არაფერი სჭირს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #2 4 მაისი 2020 04:54
    0
    აბა ამას რო დაუქამბექონ ხო მოკვდა იქვე
    MeGauchoSi
    სტუმარი [?]
    #1 4 მაისი 2020 01:59
    5
    მალე გამოჯამრთელება ლეგენდავ...