ვალდესი: "ვერ წარმომიდგენია ფაბრეგასი თეთრი ფორმით"
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვითომდა "ბარსელონასთან" ერთად ცესკ ფაბრეგასისთვის "რეალიც" იბრძვის. ამასთან დაკავშირებით კატალონიელთა კიპერმა ვიქტორ ვალდესმა კომენტარი გააკეთა.
"არ შემიძლია ცესკ ფაბრეგასის წარმოდგენა თეთრი ფორმით. ვფიქრობ იგი არასდროს გადავა მადრიდის "რეალში" და არ დაიცავს ამ კლუბის ღირსებას. ფაბრეგასი "ბარსელონას" აღზრდილია, მას ძალიან სურს კატალონიურ კლუბში დაბრუნება და ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. მან შესანიშნავად იცის ჩვენი გუნდის ფილოსოფია და ის ისე შეეწყობა "ბარსელონას" , როგორც არაფერი. მას არანაირი ადაპტაცია არ დასჭირდება ჩვენს გუნდში. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორიც, რომ მისი გადმობირება ძალზე რთულია. მთავარია, რომ ფაბრეგასს სურს "ბარსელონას" მაისურის კიდევ ერთხელ მორგება და ამას წინ ვერაფერი დაუდგება".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]