პრესიადო:" ჩვენ მოგებას შევეცდებით"
მოგეხსენებათ დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე კატალონიის "ბარსელონა", სტუმრის რანგში ხიხონის "სპორტინგს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი ხიხონელთა მწვრთნელმა, მანუელ პრესიადომ გააკეთა:
" ძალიან მნიშვნელოვანია ბლოკირებულად ვითამაშოთ. იქ არ არის მხოლოდ ჩავი, ან ვინმე სხვა, მათ ძალიან ბევრი უძლიერესი ფეხბურთელი ჰყავთ. მე არასოდეს მინახია ის, რასაც კატალონიელები აკეთებენ. ისინი ერთი–მეორის მიყოლებით ძალიან ბევრ მატჩს იგებენ, მაგრამ "ბარსელონა" არ არის დაუძლეველი. ჩვენ შევეცდებით მოვიგოთ. გუნდი მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება."
იმის გათვალიწინებით, რომ "ბარსას" ფეხბურთელები ეხლა დაუბრუნდნენ და ასევე მათ ელით ჩემპიონთა ლიგის მატჩი "არსენალთან", შესაძლებელია გვარდიოლამ სარეზერვო ფეხბურთელები გამოიყვანოს მინდორზე. ამასთან დაკავშირებით პრესიადომ განაცხადა: " ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ, რადგანაც ჩვენამდე "ბარსას" ეს არასოდეს გაუკეთებია," დაასრულა მანუელ პრესიადომ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]