"ბარსელონა ბ" – მ იმარჯვა
სულ რამდენიმე ხნის წინ დასრულდა ძალიან საინტერესო მატჩი "ბარსელონას" მეორე გუნდის მონაწილეობით. "ბარსელონა ბ" – მ მერვე ადგილოსანი "კართაგენა" დაამარცხა საკმაოდ დამაჯერებლად 3:0.
მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა კატალონიელებს ჰქონდათ, მატჩის მე– 18 წუთზე გოლი ნოლიტომ გაიტანა, შემდეგ ჯონათან სორიანოს აქტიურობით 67–ე წუთზე კიდევ ერთი გოლი გავიდა და ანგარიში 2:0 გახდა. ბოლო წერტილი კი მატჩში კვლავ ნოლიტომ დასვა, ფეხბურთელმა 90–ე წუთზე დუბლი შეასრულა და წარუმატებლობის სერია დაამსხვრია. ჯერ–ჯერობით მხოლოდ და მხოლოდ ასეთი ინფორმაციით შემოვიფარგლებით, უახლოეს მომავალში დაემატება მატჩის მიმოხილვა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]