ფოკუსს მიღმა - 11.05.2020
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ფოკუსს მიღმა". ამ რუბრიკაში შემოგთავაზებთ დღევანდელ სიახლეებს, რომლებიც ჩვენი ფოკუსის მიღმა ნაკლები მნიშვნელობის გამო დარჩა და რომლებსაც ცალკე სტატია არ მიეძღვნა.
ექტორ მორენო
"ბარსელონამ", შესაძლოა, ყატარული "ალ გარაფას" 32 წლის მექსიკელი ცენტრალური მცველი, ექტორ მორენო გაიფორმოს. [Sport]
ჟან-კლერ ტოდიბო
"ლაიფციგი" "ბარსელონას" ახალგაზრდა ცენტრალური მცველით, ჟან-კლერ ტოდიბოთი დაინტერესდა. 20 წლის ფეხბურთელი ამჟამად "შალკეში" იჯარით იმყოფება. [Sport]
მარკ კუკურელია
ჟუნიორ ფირპოს გაყიდვის შემთხვევაში, "ბარსელონა" მარკ კუკურელიას დაიბრუნებს, რომელიც ცოტა ხნის წინ "ხეტაფემ" გამოისყიდა, მაგრამ "ბარსას" მისი 15 მილიონ ევროდ დაბრუნების უფლება აქვს. [Catalunya Radio]
მარტინ პასკუალი
"რაიო ვალიეკანოს" 20 წლის მცველი, მარტინ პასკუალი, "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოხვდა. კატალონიელები ფეხბურთელს 2018 წელს, ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობის დროსაც აკვირდებოდნენ. [Marca]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]