მოედნიდან გაიყვანეთ, თორემ მოვკლავთ - ლეო მესის ბიძაშვილი ბავშვობის შემთხვევას იხსენებს
ლიონელ მესის ბიძაშვილი, მაქსი ბიანკუჩი, რომელსაც ექვსგზის "ოქროს ბურთის" მფლობელთან ადრეული წლები აქვს გატარებული, ბავშვობის ისტორიას იხსენებს.
"ლეო ეზოში გამუდმებით თავისთან შედარებით დიდებთან თამაშობდა. ერთხელ მოწინააღმდეგეებმა გვითხრეს: "გიჟებო, მოედნიდან გაიყვანეთ, თორემ მოვკლავთ". მათ მესის ცემა უნდოდათ, თუმცა ლეო ამ აზრს შეჩვეული იყო.
8-9 წლის იქნებოდა, როდესაც ყოველ შაბათს მისი თამაშის სანახავად დილით ადრიანად ვდგებოდი. "ლა პულგა" დაუჯერებელ მოძრაობებს აკეთებდა.
ლეოს არგენტინა ძალიან უყვარს, თუმცა ხალხს მისი არასდროს ესმის. მესის "ნიუელსში" დაბრუნება ჩემი ოცნებაა, თუმცა ვხედავ, რომ ეს რთული წარმოსადგენია", - ციტირებს მაქსის სიტყვებს Ole.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]