ჟერარ დეულოფეუ “ბარსელონაში” მიღებულ ზეწოლას იხსენებს
ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ჟერარ დეულოფეუ, რომელიც 2018 წლიდან "უოტფორდის" საკუთრებაშია, იხსენებს, რომ "კამპ ნოუს" მოლოდინი და ზეწოლა მას არ დაეხმარა.
"როდესაც ახალგაზრდა ხარ, "ბარსელონაში" ყველა გაკვირდება.
ძალიან ბევრი ადამიანი ჩნდება, რომლებიც ფიქრობენ, რომ თქვენ მომავალი ინიესტა, მესი ან უბრალოდ ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებით.
ყოველივე ეს სირთულეებს ქმნის, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეებმა მშვიდად უნდა იმუშაონ, ყოველდღე, ზეწოლის გარეშე.
აუცილებლად უნდა ისწავლოთ და იშრომოთ, თუმცა ზოგიერთი ადამიანი საკმაოდ ბევრს საუბრობს და თქვენთვის ოცნებასაც ქმნის, რომლის ახდენა წარმოუდგენლად რთულია." - დეულოფეუს სიტყვებს beIN Sports ციტირებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ დეულოფეუ "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის ღირსებას 2009-2013 წლებში იცავდა, 2018 წლის ივლისში კი "ბლაუგრანა" დატოვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]