ინიესტა: მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილმა გოლმა დეპრესიისგან მიხსნა
"ბარსელონას" ლეგენდამ, ანდრეს ინიესტამ, Bild-თან ინტერვიუში ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე ისაუბრა.
2009 წლის ზაფხულში, "ესპანიოლის" 26 წლის ფეხბურთელი და ანდრესის ახლო მეგობარი, დანი ხარკე, გულის შეტევით გარდაიცვალა, რამაც ინიესტას ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია. დეპრესიის დაძლევის მიზნით, მან ფსიქოლოგსაც მიმართა.
"სამწუხაროდ, მიყოლებით რამდენიმე უიღბლობის გამოცდა მომიხდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ, ძალიან წარმატებული ვიყავი. შემდეგ კი, აგვისტოში ჩემი მეგობარი, დანი ხარკე, გარდაიცვალა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, პროფესიონალის დახმარება მჭირდებოდა.
ეს, ნამდვილად, ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი გამოდგა. ანასა (მეუღლის) და მშობლების გვერდში დგომა ძალიან დამეხმარა".
ინიესტას თქმით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გატანილმა გამარჯვების გოლმა იგი გადაარჩინა.
"ის მომენტი გამოკეთების დასაწყისი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, ეს დრო უკვე წარსულია, მან მე უფრო ძლიერი და უკეთესი გამხადა".
შეგახსენებთ, რომ ანდრესმა 2010 წლის 11 ივლისს, 116-ე წუთზე გატანილი გოლით, საკუთარ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოუპოვა. გოლი მან გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა, წარწერით მაისურზე: "დანი ხარკე, მუდამ ჩვენთან".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]