ფაბრეგასი: "ბარსელონაში" დაბრუნების ნაბიჯი ნაადრევად გადავდგი
რიო ფერდინანდის YouTube-ის არხზე საუბრისას, ცნობილმა ესპანელმა ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა, ლონდონის "არსენალის" დატოვებასა და "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ "ემირეითსზე" თავს ბედნიერად არ გრძნობდა, მისი თქმით, ტრანსფერი ნაადრევი იყო.
"ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მთელი სამყაროს წინააღმდეგ ვიბრძოდით. ახალგაზრდა, მონდომებული ვიყავი, გამარჯვება მწყუროდა, "არსენალისთვის" ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ იმედი მიცრუვდებოდა, როცა სულ სხვები იმარჯვებდნენ.
ამ დროს, "ბარსელონა" საუკეთესო კლუბი იყო და ყველა მეგობარი იქ მყავდა. ჩავთვალე, რომ ტრანსფერისთვის შესაფერისი დრო იყო.
ახლა, როცა ამაზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ სწორად არ ვფიქრობდი. ეს ნაბიჯი ძალიან ადრე გადავდგი. უკეთესი იქნებოდა, კიდევ ორი წელი მომეცადა". - განაცხადა ფაბრეგასმა.
სესკმა 2011 წელს "ბარსას" რიგებში დაბრუნების შემდეგ კლუბში სამი სეზონი გაატარა, შემდეგ კი "ჩელსის" შეუერთდა. ახლა, 33 წლის ასაკში, ფაბრეგასი "მონაკოს" ღირსებას იცავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]