რივალდო: მარტინ ბრეითუეიტი ლუის სუარესს კონკურენციას ვერ გაუწევს

რივალდო: მარტინ ბრეითუეიტი ლუის სუარესს კონკურენციას ვერ გაუწევს

"ბარსელონას" ბრაზილიელმა ლეგენდამ კატალონიური კლუბის ბოლო შენაძენის, მარტინ ბრეითუეიტის მომავალზე კომენტარი გააკეთა. რივალდო მიიჩნევს, რომ დანიელი თავდამსხმელი "ბლაუგრანას" შემადგენლობაში ლუის სუარესის ადგილს ვერ დაიკავებს.

"ფეხბურთელმა, რომელიც "ბარსამ" სუარესის შემცვლელად გაიფორმა, ახლა, შესაძლოა, გუნდში მისი ადგილი დაკარგოს. ბრეითუეიტს სუარესისთვის კონკურენციის გაწევა არ შეუძლია, მაგრამ მან კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნოს და თავდაუზოგავად იმუშაოს, რათა ნებისმიერი შანსი გამოიყენოს.

დარწმუნებული არ ვარ, რომ სუარესი ფორმას სრულად დაიბრუნებს. ამან, შესაძლოა, მარტინს ზოგჯერ სათადარიგო სკამიდან თამაშის საშუალება მისცეს. ეს გადამწყვეტი მომენტი იქნება იმისათვის, რომ მან კლუბის ნდობა მოიპოვოს და გუნდში მომავალ სეზონშიც დარჩეს", - ციტირებს რივალდოს სიტყვებს Betfair.

"ბლაუგრანამ" ბრეითუეიტი, ლუის სუარესისა და უსმან დემბელეს მძიმე ტრავმების გამო, თებერვალში "ლეგანესიდან" 18 მილიონ ევროდ დაიმატა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 24 მაისი 2020 22:54
    3
    რავი ბრაიტვაიტის განცხადებებს თუ დავუჯერებთ არამგონია მოდუნების საშუალება მისცეს სუას
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 მაისი 2020 22:49
    3
    ციტატა: kingarturo
    შრომისმოყვარე იგროკია და მონდომებული ბრეითუეთი, მარა კლასით სუას ფრჩხილის ვერ გახდება ვერასდროს მაგას წყალი არ გაუვა.

    რონალდუც არაფერი იყო ტექნიკაში, მაგრამ მონდომებამ და შრომამ თავისი ნაყოფი მაინც მოიტანა. თუ არადა ამის გაშვებას რა უნდა.
    მურმანი
    სტუმარი [?]
    #1 24 მაისი 2020 22:07
    0
    ესეც კაი უსაქმურია ყველაფერზე...