ვალდესი:"კასილასის გაძევება უსამართლო იყო"
როგორც მოგეხსენებათ, კვირას, კატალონიაში გაიმართა ესპანეთის ეროვნული ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრა, რომელშიდაც ადგილობრივმა "ესპანიოლმა" დედაქალაქის კლუბს, მადრიდის "რეალს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შეხვედრის პირველ წუთებში, როდესაც მასპინძელი გუნდის ფეხბურთელი პირისპირ დარჩა მადრიდელთა კიპერთან, კასილიასთან, იკერი იძულებული გახდა მოთამაშე წესების დარღვევით შეეჩერებინა, რისთვისაც მან წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
ამ ფაქტზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" კარიბჭის მცველმა ვიქტორ ვალდესმა. მისი თქმით ეს გაძევება სამართლიანი არ იყო და ასევე აღნიშნა, რომ არბიტრისათვის ასეთი მომენტების გადაწყვეტა ძალზედ რთულია.
"ვფიქრობ, რომ "ესპანიოლთან" შეხვედრაში კასილიასის გაძევება სრულიად უსამართლო იყო. ჩემი აზრით იკერის წესების დარღვევა არ იყო ისეთი დიდი როგორიც გარედან ჩანდა. მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ არბიტრისათვის ასეთი ვითარების გადაწყვეტა საკმაოდ რთულია."-განაცხადა ვიქტორ ვალდესმა "MARCA"-თან ინტერვიუში.
გარდა ამისა, კატალონიელთა კარის დარაჯმა დიდი კმაყოფილება გამოთქვა ესპანეთის ეროვნული ნაკრების მიმართაც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" კოლუმბიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]