არტური რჩება - ფეხბურთელის მამა "იუვენტუსსა" და "ბარსელონას" დაუკავშირდა
ბოლო პერიოდში არტურის "ბარსელონადან" გადაბარგებაზე ბევრი დაიწერა. ყველაზე აქტიურად ბრაზილიელს მირალემ პიანიჩის ტრანსფერში ჩართვას უწინასწარმეტყველებდნენ.
თუმცა, Mundo Deportivo-ს ცნობით, ფეხბურთელის მამა, რომელიც ამავდროულად, მისი წარმომადგენელია, "იუვენტუსის" დირექტორს, ფაბიო პარატიჩის დაუკავშირდა და მოახსენა, რომ არტურს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ბლაუგრანაში" სურს.
ამის შემდეგ, ორშაბათ დილით არტურის მამა სიუტატ ესპორტივაზე გამოცხადდა და "ბარსელონას" სპორტულ დირექტორს, ერიკ აბიდალს შეხვდა. შეკრებაზე კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ 23 წლის ტალანტი კატალონიური კლუბიდან წასვლას არ განიხილავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]