თუ მესი "ბარსელონას" დატოვებს, ჩვენთან გადმოვა - "ნიუელსის" ვიცე-პრეზიდენტი
უცნობი ფაქტი არ არის, რომ ლიონელ მესის კარიერის დასრულებამდე თამაში ბავშვობის კლუბში, "ნიუელს ოლდ ბოისში" სურს. თავის მხრივ, არგენტინული კლუბიც არ მალავს, რომ "ლა პულგას" გადაწყვეტილებას სულმოუთქმელად ელოდება.
"ნიუელსის" ვიცე-პრეზიდენტი, კრისტიან დ'ამიკო აცხადებს:
"მას შემდეგ, რაც ლეო მესი "ბარსელონას" დატოვებას გადაწყვეტს, კარიერას სწორედ აქ გააგრძელებს. მასთან პირდაპირი კონტაქტი არ მაქვს, რადგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შეწუხება არ მინდა.
დახმარება არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვთხოვეთ, რომელსაც მესისთან საკმაოდ ახლო მეგობრობა აკავშირებს", - ციტირებს დ'ამაკოს სიტყვებს Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]