ლუის სუარესი: კორონავირუსმა მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში თამაშის საშუალება მომცა
"ბარსელონას" ურუგვაელი თავდამსხმელი, ლუის სუარესი Covid-19-ის პანდემიის წყალობით მიღებულ სარგებელზე საუბრობს.
"ძალიან უცნაური სიტუაციაა, მაგრამ "ბარსას" ფიტნეს-მწვრთნელ ხუანხოსთან ერთად, სახლიდან, ვიდეო-ზარის საშუალებით ვმუშაობდი. თავდაპირველად, მასთან რამდენიმე დღე გავატარე, შემდეგ კი ჯგუფებს შევუერთდი. ახლა ძალიან ბენდიერი ვარ.
კორონავირუსი გამოსაჯანმრთელებლად დროის მოპოვებაში დამეხმარა. ტრავმის მოშუშების შემდეგ იმ მატჩებში შეემძლება მონაწილეობა, რომლებშიც ჩემი თამაში მოსალოდნელი არ იყო. ეს ფაქტი მახარებს, მაგრამ, პანდემიას უარყოფითი მხარეები აქვს და ბევრ ადამიანს ცხოვრება რთულ პირობებში უწევს.
ამბიციები იგივეა - ყველა ტიტულის მოგება. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ და ამის გაკეთება შეგვიძლია. ვხედავ, რომ გუნდი სწორად მუშაობს", - ციტირებს "ელ პისტოლეროს" სიტყვებს Diario Sport.
შეგახსენებთ, სუარესმა იანვრის დასაწყისში მუხლის ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც 4 თვე უქმობა მოუწია, რაც, ფაქტობრივად, 2019-2020 წლების სეზონის გამოტოვებას ნიშნავდა, თუმცა ვირუსმა ყველაფერი შეცვალა.
სავარაუდოდ, ურუგვაელი ორშაბათს კლუბის სამედიცინო დეპარტამენტისგან თამაშის საბოლოო ნებართვას მიიღებს.
მიმდინარე სეზონში ლუისმა, ყველა ტურნირის ეგიდით, 23 მატჩში თავი 14 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]