COPE: ლა ლიგა ახალი სეზონიდან სტადიონზე მაყურებლის ეტაპობრივ დაშვებას გეგმავს
Cadena COPE-ს ცნობით, ესპანეთის მთავრობამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც, ახალი სეზონიდან სპორტული ღონისძიებების მაყურებელთან ერთად ჩატარებას მოიცავს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლა ლიგის 2020-21 წლების სეზონი სტარტს 12 სექტემბერს აიღებს. გამოცემა წერს, ლა ლიგა რომ სტადიონზე გულშემატკივრის დასწრების ეტაპობრივ აღდგენას გეგმავს. კერძოდ, სექტემბერში სტადიონის ტევადობის 30%, ნოემბრიდან 50%, ხოლო იანვრიდან კი - 100%. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული.
გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონი 18-19 ივლისს დასრულდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]