კრისტოვაო სემედუს "ბარსელონაში" დარჩენას ურჩევს
ანგოლელმა სპეციალისტმა ჰელდერ კრისტოვაომ, რომელიც ნელსონ სემედუს "ბენფიკას" ახალგაზრდულ გუნდში წვრთნიდა, 26 წლის მარჯვენა მცველს "ბარსელონაში" დარჩენა ურჩია.
"სემედუს უფრო მეტი თვისებები უნდა გამოევლინა, რათა უფრო დაფასებული ყოფილიყო, მაგრამ მე მას მივენდობოდი.
ნელსონს, რომ შემეძლოს, "ბარსელონაში" დარჩენას ვურჩევდი, რადგან კატალონიური კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა", - ციტირებს კრისტოვაოს სიტყვებს Esports COPE.
კრისტოვაომ ფრანსიშკუ ტრინკაუზეც ისაუბრა: "ვფიქრობ, "ბარსელონაში" ტრინკაუ უფრო განვითარდება. ის შესანიშნავი შენაძენია, მაგრამ, თუ ნეიმარი დაბრუნდება, ფრანსიშკუსთვის როლის მორგება რთული იქნება".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]