გარი ლინეკერმა მესი რონალდუზე წინ დააყენა: ის უბრალოდ ახლოსაც არაა
ინგლისელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად საკმაოდ ცნობილმა ანალიტიკოსმა, გარი ლინეკრმა, მესისა და რონალდუზე BBC-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ ისაუბრა და მისი სიმპათიები არგენტინელი ჯადოქრის მიმართ კიდევ ერთხელ გამოხატა.
"ადამიანები ერთმანეთისაგან საწინააღმდეგო ბანაკებში ხშირად ხვდებიან. ლეო მესისა და რონალდუს შედარებით გამოწვეული დაპირისპირეა სწორედ ასეთ შემთხვევას მიეკუთვნება."
"უმეტეს შემთხვევაში, არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი კლუბის გულშემატკივარი ხარ, "ბარსელონასი", "რეალისა" თუ "იუვენტუსის".
"მე რონალდუს დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, მაშინ სადავო არ უნდა იყოს, რომ ის მესია. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ რონალდუ მასთან ახლოსაც კი არაა."
ნელ-ნელა მესისა და რონალდუს შორის საუკეთესოს დასახელება უფრო მარტივი ხდება. პორტუგალიელის თანაგუნდელებიც კი, მაგალითად, კაკა და რუნი მესის კრიშტიანუზე წინ აყენებენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]