"ბარსელონას" ალფონსო დევისის შეძენა შეეძლო
ბუნდესლიგის განახლების შემდეგ ალფონსო დევისმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" გამართულ შეხვედრაში არანორმალური სისწრაფე განავითარა და მეკარესთან ერთი-ერთზე გასულ ერლინგ ჰოლანდს კარში დარტყმის საშუალება არ მისცა.
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მცირე დასტურია იმისა, რომ კანადელი თინეიჯერი წარმოუდგენლად დიდი ტალანტია და "რეკორდმაისტერს" მისი გუნდში ყოფნით ძალიან გაუმართლა.
დევისი 19 წლისაა. მან მიუნხენურ გრანდში თამაში 2019 წლიდან დაიწყო. გერმანელებს მარცხენა მცველის შეძენა 10 მილიონი ევრო დაუჯდათ. ახლა კი მისი სატრანსფერო ფასი 45 მილიონია.
ალფონსოთი კატალონიური კლუბი ჯერ კიდევ 2016-17 წლების სეზონში იყო დაინტერესებული. კლუბის სკაუტები მას კონკაკაფის თასზე ადევნებდნენ თვალს, სადაც კანადელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. სადებიუტო შეხვედრაში ის 16 წლის 7 თვისა და 12 დღის იყო. ოქროს თასზე 2017 წელს დევისი საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. "ბარსა" მისი ფიზიკური მონაცემებითა და ათლეტურობით მოხიბლული იყო. თუმცა, კანადელის მიმართ სხვა ისეთი გრანდების ინტერესის გამო, როგორებიც "რეალი", პსჟ, "ლივერპული" და "ბაიერნი" იყვნენ, კონკურენციას "ბლაუგრანამ" ვეღარ გაუძლო, დეივისმა "რეკორდმაისტერი" აირჩია.
მიმდინარე სეზონში 19 წლის ფეხბურთელმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის აქტივში 3 გოლი და 4 ასისტია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]