ჩემთვის ნეიმარის წასვლა უკეთესი იყო - ჟორდი ალბა
"ბარსელონას" მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა კატალონიელთა ყოფილ ვარსკვლავზე, ნეიმარ ჟუნიორზე საუბრობს.
"ბევრი ფეხბურთელი არსებობს, რომლებსაც განსხვავებული მიზნები აქვთ, მაგრამ ნათელია, რომ ნეიმარი უნიკალური მოთამაშეა, მან ბევრი შეგვმატა.
ბრაზილიელის წასვლის შემდეგ, ფლანგზე მეტი სივრცე მომეცა, და შეიძლება ითქვას, ჩემთვის მის გარეშე ასპარეზობა უკეთესია.
ჟუნიორი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც "ბარსადან" თავისი მიზნების, გრძნობებისა და იდეების გამო წავიდა. თუმცა, ბედნიერი ვარ, რადგან გუნდში ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა დარჩა", - ციტირებს ალბას სიტყვებს TVE.
შეგახსენებთ, ნეიმარი "ბლაუგრანადან" "პარი სენ-ჟერმენში" 2017 წელს 222 მილიონი ევროდ სანაცვლოდ გადაბარგდა.
ჟუნიორთან ერთად ჩატარებულ ბოლო სეზონში 31 წლის მცველმა 39 მატჩში 1 გოლი და 6 ასისტი მიითვალა, ბრაზილიელის წასვლის შემდეგ კი ჟორდის შედეგიანობამ მართლაც იმატა: 2017-2018 წლების სეზონში ალბამ 49 შეხვედრაში თავი 3 გოლითა და 11 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, 2018-2019 წლებში - 54 დაპირისპირებაში 3 ბურთი და 17 შედეგიანი პასით, 2019-2020-ში კი - 24 მატჩში 1 გოლი და 2 ასისტით (ჯერჯერობით).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]