MD: "ბაიერნს" სემედუ ეძვირა

MD: "ბაიერნს" სემედუ ეძვირა

მიუნხენის "ბაიერნი" ახალი მარჯვენა მცველის ძიებაშია, ერთ-ერთ კანდიდატად კი "ბარსელონას" პორტუგალიელი ფეხბურთელი, ნელსონ სემედუ, განიხილება. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ "რეკორდმაისტერის" აზრით, 26 წლის სემედუს სატრანსფერო ფასი, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს, ძალიან ძვირია. ამიტომაც, პრიორიტეტს ამსტერდამის "აიაქსის" მარჯვენა მცველი, სერჟინიო დესტი, წარმოადგენს. იგი, სემედუსთან შედარებით, უფრო ახალგაზრდაა (19 წლის) და უფრო იაფიც (30 მილიონი ევრო). თუ დესტის გადმობირება ვერ მოხერხდა, "ბაიერნი" პორტუგალიელის შეძენას ეცდება.

სპორტულ მედიაში აქამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, სემედუს მიმართ ინტერესს "მანჩესტერ სიტი" იჩენს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Wtf man
    სტუმარი [?]
    #5 5 ივნისი 2020 19:49
    2
    შანსი არაა არ იყიდიან პავარი იყიდეს და პლიუს კიმიხიც ხო ყავთ რო რამე
    Pique_3
    სტუმარი [?]
    #4 5 ივნისი 2020 19:37
    2
    პავარი ყავს ბაიერნს და სემედუ რაღათ უნდათ?!😑
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #3 5 ივნისი 2020 19:17
    2
    ამას არავინ გაატანს,მაგრამ რა დონის ჟმოტები არიან 40 მილიონი რო ეძვირათ?! კაპიკებში უნდათ ვარსკვლავები,ლევანდოვსკი საერთოდაც უფასოდ წაართვეს უშუალო კონკურენტს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 ივნისი 2020 18:56
    2
    ბიჭოოოს ამათ ხომ ყველაფერი ეძვირებათ. ფინანსურად ამ გუნდს არ უჭირს, მაგრამ ასეთი ჟმოტი გუნდი მეორე არ არსებობს. მიმსგავსებულს იტალიაში თუ მიაგნებ. თავიანთ ფეხბურთელებს კარგად ადებენ ფასს ეს წუწურაქები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ივნისი 2020 18:32
    3
    ნეტა ვინ ატანდა ძაან მაინტერესებს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued