ოფიციალურად: ლუის სუარესმა თამაშის ნებართვა მიიღო
"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლუის სუარესმა მუხლის ტრავმა მოიშუშა და 13 ივნისს, "მალიორკასთან" შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
"ლუის სუარესი გამოჯანმრთელდა. ოპერაციიდან 147 დღის შემდეგ, კლუბის სამედიცინო შტაბისგან მიიღო ნებართვა 13 ივნისს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე, "მალიორკასთან" გასვლით შეხვედრაში ითამაშოს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ურუგვაელს მარჯვენა ფეხის მუხლზე ოპერაცია 12 იანვარს ჩაუტარდა. იგი მოედანზე ბოლოს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში, ვიხილეთ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]