Sport: "ბარსელონამ" ანსუ ფატის 100 მილიონად გაყიდვაზე უარი თქვა
კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "ბარსელონამ" 17 წლის ვუნდერკინდის, ანსუ ფატის სანაცვლოდ 100-მილიონიანი შემოთავაზება მიიღო.
წყაროს ცნობით, ევროპის ერთ-ერთმა წამყვანმა კლუბმა, რომლის ვინაობაც უცნობია, ცოტა ხნის წინ "ბლაუგრანას" ფატიში 100 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა კატალონიელებმა გვინეა-ბისაუელ ამომავალ ვარსკვლავთან განშორებაზე მაშინვე უარი განაცხადეს. "ბარსას" პრეზიდენტს, ჟოზეპ მარია ბართომეუს, ახალგაზრდა ტალანტის გაყიდვა არ სურს.
"ანსუ ფატი არ იყიდება. ამაზე აღარაფერს ვიტყვით", - ამბობს ბართომეუ.
რაც შეეხება იმ გუნდს, რომელმაც "ბარსელონას" მიმზიდველი შემოთავაზება გაუკეთა, ივარაუდება, რომ იგი "იუვენტუსია". ბოლო დროს ანსუ ფატის სახელს სწორედ ტურინულ კლუბს უკავშირებდნენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]