რა პირობებს სთავაზობს "ბარსა" ფეხბურთელებს ხელფასების შემცირებასთან დაკავშირებით?
როგორც Marca ავრცელებს ინფორმაციას, "ბარსელონა" გუნდის ფეხბურთელებთან ხელფასების ხელახლა შემცირების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი მოთამაშეებს შემდეგ პირობებს სთავაზობს: მაისის ბოლო კვირის ხელფასის 70-პროცენტიან შემცირებას, ივნისის პირველი 2 კვირის ანაზღაურების კი 50-პროცენტიან დაკლებას.
"ბლაუგრანას" ფეხბურთელები, ამჟამად, ხელფასების განმეორებით შემცირებაზე უარს ამბობენ.
მარტის ბოლოს "ბარსას" მოთამაშეები ხელფასების 70-პროცენტიან კლებას დასთანხმდნენ, რათა კლუბს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რთული ფინანსური მდგომარეობის აღმოსაფხვრელად დახმარებოდნენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]